წინადადება შესაძლო განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მიმართ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების შესახებ
2024 წლის 01 მარტს სახალხო დამცველმა წინადადებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა და შესაძლო განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მიმართ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება მოითხოვა.