წინადადება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
2023 წლის 10 აგვისტოს სახალხო დამცველმა წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართა და იმ ბრალდებულების დაცვის უფლების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთა მიმართ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით შეზღუდულია სატელეფონო საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლება, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ სასურველი ადვოკატის შერჩევასა და შეთანხმებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანა მოითხოვა.