წინადადება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
2024 წლის 11 მარტს სახალხო დამცველმა წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართა და სისხლის სამართლის პროცესის იმ მონაწილეების საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, რომელთაც ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული/ამოღებული სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების ანაზღაურება ეკისრებათ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანა მოითხოვა.