წინადადება პატიმრისთვის გაწეული არასათანადო სამედიცინო მომსახურების ფაქტზე წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით
2021 წლის 7 დეკემბერს სახალხო დამცველმა წინადადებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართა და მოითხოვა შემოწმების დაწყება ერთ-ერთი სამოქალაქო პროფილის კლინიკის მიერ პატიმრისთვის სავარაუდო არასათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდების ფაქტთან დაკავშირებით.