წინადადება მსჯავრდებულისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმის კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოყენებასთან დაკავშირებით
2020 წლის 26 ნოემბერს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის დოკუმენტაციის ადგილობრივ საბჭოში კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაგზავნასთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა.