წინადადება მოქალაქის უფლების დარღვევის გამო პოლიციელების მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების შესახებ
2021 წლის 27 ივლისს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს წინადადებით მიმართა პოლიციელების მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების თაობაზე, რომლებმაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის პირადი გასინჯვის შედეგად, სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ამოიღეს და ჩამოართვეს კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც არ წარმოადგენდა სამართალდარღვევის საგანს ან უშუალო ობიექტს.