სახალხო დამცველის რეკომენდაცია N3 პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ
2020 წლის 30 აპრილს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს N3 პენიტენციური დაწესებულებიდან, მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებულის გადაყვანის წინადადებით მიმართა.