რეკომენდაცია სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ბრალდებულთა_მსჯავრდებულთა გადაყვანის შესახებ ახლო ნათესავებისთვის შეტყობინების შესახებ
2019 წლის 5 ივნისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს და მოითხოვა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა, რომელიც პატიმართა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის დროს, 24 საათიან/უწყვეტ რეჟიმში, ამის შესახებ შეატყობინებს პატიმრის ახლო ნათესავებს.