რეკომენდაცია არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მის ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ
2024 წლის 12 დეკემბერს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მის ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.