სპეციალური ანგარიში ქვეყანაში „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზებასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ“
იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ქვეყანაში „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზებასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ“.
დოკუმენტში საუბარია 2021-2024 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეების, ორგანიზაციების და ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის შედეგად გამოკვეთილ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზებას უკავშირდება. მასში ასევე, ასახულია საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები კონსტიტუციური უფლების სათანადო რეალიზების მიზნით განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში წლებია მიუთითებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და არსებული კანონმდებლობის რეფორმის საჭიროებაზე.