სპეციალური ანგარიშები.

სპეციალური ანგარიში „ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე“

საქართველოს სახალხო დამცველის წინამდებარე სპეციალური ანგარიში მიმოიხილავს ენობრივ და ინფორმაციულ ბარიერებს რომლებიც, წლებია, საქართველოში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს არაერთი მიმართულებით აბრკოლებს, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომის ჭრილშიც.

ანგარიშის მომზადების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა სამი რეგიონის (ქვემო ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი) თხუთმეტ მუნიციპალიტეტში გამართეს შეხვედრები მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაციის დამატებით დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა რელევანტური საჯარო დაწესებულებებისგან მუნიციპალიტეტების მერიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია.

ანგარიშის ძირითადი მიგნებები შემდეგია:

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)