სპეციალური ანგარიში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ პრობლემებს. მასში დეტალურად არის განხილული თამბაქოს კონტროლის სფეროში ეროვნული კანონმდებლობის ხარვეზები და სახელმწიფო უწყებების მხრიდან არსებული რეგულაციების აღსრულების ეფექტურობა. ანგარიშში ასახულია მოზარდ თაობაში თამბაქოს პროდუქციის რეკლამირებითა და თამბაქოს პროდუქციის მოხმარებით გამოწვეული საფრთხეები, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება თამბაქოსგან თავისუფალ გარემოზე და სხვა საკითხები.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა საჭიროებს სრუყლყოფას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან და აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში მოყვანას, განსაკუთრებით, მოზარდი თაობის წარმომადგენელთათვის თამბაქოს პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას. აგრეთვე, აღმასრულებელი ხელისფულების მხრიდან თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული შემზღუდველი ნორმების არაფრაგმენტულ, არამედ პერმანენტული შესრულებას.