სპეციალური ანგარიში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის N03/06/02 განკარგულებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბრისთვის დაინიშნა. ამომრჩეველთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და მათზე დროული სამართლებრივი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დააკვირდა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, კენჭისყრის დღეს და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საჩივრებისა და სარჩელების განხილვის პროცესს. სახალხო დამცველის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესს 1300-ზე მეტ საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ. მართალია, დაკვირვებამ არაერთი პროცედურული დარღვევა გამოავლინა, მაგრამ მათ კენჭისყრის საბოლოო შედეგზე არსებითი გავლენა არ მოუხდენიათ.
საქართველოს სახალხო დამცველმა სადამკვირვებლო მისია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.