სასჯელაღსრულების დაწესებულებების და დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგი - 2011
წინამდებარე ანგარიში ასახავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის სტატუსით, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2011 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 241 არაგეგმური და 36 გეგმური ვიზიტი განხორციელდა.
მონიტორინგის განხორციელებისას, სახალხო დამცველის რწმუნებულები დაუბრკოლებლად დაიშვებოდნენ და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ტერიტორიაზე. მათ ასევე ეძლეოდათ საშუალება, შეხედულებისამებრ შეერჩიათ პატიმრებთან შეხვედრის ადგილები და გასაუბრებოდნენ მათ კონფიდენციალურად.