საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ანგარიში - 2012
წინამდებარე ანგარიში ასახავს 2012 წლის 18-25 აპრილს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის შედეგებს.
მონიტორინგის პროცესში ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს ფსიქიატრიული დაწესებულების ინფრასტრუქტურა, კონფიდენციალურ ვითარებაში გაესაუბრნენ დაწესებულებებში მყოფ პაციენტებს. ჯგუფის წევრები ასევე გაესაუბრნენ დაწესებულებების დირექციის წარმომადგენლებს, სამედიცინო პერსონალს, დაწესებულებების ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს და იურისტებსმონიტორინგის პროცესში შემოწმდა დაწესებულებებში წარმოებული ყველა ტიპის დოკუმენტაცია და ჟურნალები.