სახალხო დამცველმა „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიშის მომზადების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შეისწავლეს ეროვნული კანონმდებლობა, გააანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, მუშაობის პროცესში მოპოვებული და განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი საჩივრები; ასევე, მოინახულეს და შეამოწმეს ქვეყნის 16 მუნიციპალიტეტის 70 სოფლის ამბულატორია.
მონიტორინგისა და მოქმედი მარეგულირებელი აქტების გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ აუცილებელია გაიზარდოს სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა.