სპეციალური ანგარიშები.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიში

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგებს. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებისა და მიღწეული შედეგების ეფექტიანობისა და გავლენის შეფასება. გარდა ამისა, არსებული ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება.

მონიტორინგის ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განმახორციელებელი სამთავრობო სტრუქტურებისგან. ასევე, ჩატარდა ფოკუს ჯგუფის შეხვედრები 8 ქალაქში, 45 ძალადობის მსხვერპლთან/დაზარალებულთან; მოეწყო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მომხდარიყო ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების შესრულების შეფასება, პრობლემების გამოკვეთა და ახალი სამოქმედო გეგმისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შესაბამისად, მონიტორინგისას გამოვლენილ შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა სპეციალური ანგარიში, რომელშიც აისახა რეკომენდაციები კონკრეტული საქმიანობებისა და უწყებების მიმართულებით.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მონიტორინგის ანგარიშში ასახული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება შესაბამისი უწყებების მიერ და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დასაცავად შექმნის დაცვისა და დახმარების მნიშვნელოვან გარანტიებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)