პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში 2017
პრევენციის ეროვნული მექანიზმის, როგორც წამების პრევენციის გლობალური სისტემის ნაწილის, ამოცანაა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის რისკფაქტორების გამოვლენა და მათზე რეაგირება; ამ ფაქტორების აღმოფხვრისკენ მიმართული რეკომენდაციების შემუშავება.3 ამ მიზნით, საანგარიშო პერიოდში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელდა ვიზიტები შემდეგ დაწესებულებებში: 8 პენიტენციურ დაწესებულებაში - 34 ვიზიტი; 5 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში - 9 ვიზიტი; 9 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში - 9 ვიზიტი; რელიგიური კონფესიების 9 ბავშვთა სახლში - 9 ვიზიტი; პოლიციის 45 სამმართველოში - 45 ვიზიტი; 19 დროებითი მოთავსების იზოლატორში - 21 ვიზიტი; 6 ფოკუსჯგუფში შედგა შეხვედრა რეგიონებში მომუშავე ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში განხორციელდა 1 ვიზიტი. ჩატარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი 5 ოპერაციის მონიტორინგი.