N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შემდგომი ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა 2024 წლის 24, 25, 26 აპრილს და ასევე 2024 წლის 24 მაისს, პრევენციული ვიზიტები განახორციელეს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში. მონიტორინგის მიზანს პატიმრების მიმართ მოპყრობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების შეფასება წარმოადგენდა.
წინამდებარე ანგარიში ეყრდნობა პრევენციული ვიზიტის დროს ადგილზე გარემოს შეფასებას, დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტაციიდან, მათ შორის სამედიცინო დოკუმენტაციიდან მიღებულ ინფორმაციას, პერსონალთან და პატიმრებთან ინდივიდუალურად და კონფიდენციალურად გასაუბრებისას მიღებულ ინფორმაციას, ასევე, ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციას.
ანგარიშის პირველი ნაწილი ასახავს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში წამების და არასათანადო მოპყრობის კუთხით არსებულ მდგომარეობას. ხოლო ანგარიშის მეორე ნაწილში გაანალიზებულია წამების და არასათანადო მოპყრობის რისკ ფაქტორები.