მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი)
შეკრების თავისუფლების სრულფასოვან რეალიზაციას, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარებისა და საზოგადოებაში არსებითი ხასიათის ცვლილებების სტიმულირებისთვის.
წინამდებარე ანგარიშში საუბარია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების დაცვის მდგომარეობაზე. დოკუმენტში გაეცნობით კვლევის მეთოდოლოგიას და წყაროებს, შეკრების თავისუფლების საკანონმდებლო სტანდარტებსა და პრაქტიკაში რეალიზაციის გამოწვევებს, კანონის აღსრულების პროცესს და ძირითად მიგნებებსა და სახალხო დამცველი რეკომენდაციებს.
ანგარიშის მომზადებისას აპარატმა გააანალიზა შეკრების თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა და შეისწავლა მისი პრაქტიკაში რეალიზაციის კუთხით არსებული ტენდენციები და გამოწვევები; განიხილა საქართველოს პოლიციის მოქმედების სამართლებრივი ჩარჩო და შეაფასა კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების ეფექტიანობა; შეისწავლა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომები და სტანდარტები, რომლის წევრიც არის საქართველო; შეისწავლა შეკრების მართვის მიმართულებით მსოფლიოში საპოლიციო საქმეში არსებული ტენდენციები და გააანალიზა ამ სფეროში განვითარებული ქვეყნების გამოცდილება.