ქალები და მობილობა - ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები
წინამდებარე კვლევა შეისწავლის ქალთა ყოველდღიური გადაადგილების გენდერულ ასპექტებს და ასევე განიხილავს ყოველდღიური გადაადგილების თავისებურებებს, გადაადგილების საშუალებებს, ამ გადაადგილების საშუალებასთან დაკავშირებულ გენდერულ ბარიერებსა და ქვეყანაში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა ქვეყანაში აქამდე არ ჩატარებულა და მის ფარგლებში მოხდა სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებული გენდერული ასპექტების იდენტიფიცირება. კვლევას თან ახლავს რეკომენდაციები, რომლებიც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას და მობილობის კუთხით ქალთა საჭიროებების გამოკვეთას, მეორე მხრივ კი, კვლევის მიგნებები მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში.
კვლევა „ქალები და მობილობა - ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები“ განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, რეგიონალური პროგრამის „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ (მობილობა ქალაქებისთვის) მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.