ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში
სპეციალურ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.
მიზნით სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2023 წელს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორისა და სიღნაღის თავშესაფრები; და ასევე, თბილისის, გორის, ქუთაისის, ოზურგეთის, მარნეულისა და თელავის კრიზისული ცენტრები მოინახულეს.
განხორციელებული ვიზიტების შედეგად შემუშავდა მონიტორინგის ანგარიში და გაიცა რეკომენდაციები გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურების გაწევის დახვეწაში დაეხმარება.