სპეციალური ანგარიშები.

დისციპლინური წარმოება მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიმართ

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – „პროკურატურა“), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – „შსს“), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – „სუს“), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – „სასჯელაღსრულება“) გენერალური ინსპექციების (შემდგომში – „გენინსპექცია“) მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების პროცესის შესწავლის შედეგები.

ანგარიშის მიზანს მოქალაქეთა საჩივრების შემოწმების პროცესში ამ დროისთვის არსებული პრაქტიკის ანალიზი და გამოვლენილი ხარვეზების წინ წამოწევა წარმოადგენს. ამჟამად სახალხო დამცველს არაერთი პირი მიმართავს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან მათი უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა როგორც წესი, დისციპლინური დარღვევის ფაქტი არ დასტურდება. მოქალაქეთა განცხადებების განხილვის არასრულყოფილი, გაუმჭვირვალე, გაჭიანურებული პროცესი და განმცხადებლის ინფორმირებულობაზე უარის თქმა ხელს უშლის კანონიერების და სამართლიანობის თაობაზე საზოგადოებრივი რწმენის ჩამოყალიბებას.

წინამდებარე ანგარიშით სახალხო დამცველი მიზნად ისახავს დამკვიდრდეს საჩივრის მიუკერძოებლად, სრულყოფილად და გონივრულ ვადაში შესწავლის პრაქტიკა, რათა კანონიერების პრინციპის განმტკიცებით დაიწყოს სამართალდამცავი ორგანოებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება. წინამდებარე დოკუმენტი შეეხება არსებული სიტუაციის შეფასებას და ამ დროისთვის შემოიფარგლება მხოლოდ პირველადი რეკომენდაციებით, რომლებიც სისტემურ და ძირეულ ცვლილებებს არ გულისხმობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)