„აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის ვიზიტის შემდგომი ანგარიში
შ.პ.ს. „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის ვიზიტისას მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში პრობლემურია: მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კლინიკის ბენეფიციარები არ არიან დაცული არასათანადო მოპრობისგან.
გამოწვევას წარმოადგენს ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, სათანადო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და მხარდამჭერი სერვისების არარსებობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია, ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში პრობლემურია პაციენტების მხარდამჭერი პირების დანიშვნისა და სოციალური პაკეტის განკარგვის საკითხი.