ადამიანის უფლებები და ფსიქიკური ჯანმრთელობა - 2008 წელი
მოხსენება ეყრდნობა სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს (შემდგომში ”მონიტორინგის საბჭო”) მიერ მოპოვებულ ინფორმაციას.
საბჭო სახალხო დამცველის ინიციატივით 2006 წლის იანვარში შეიქმნა, რასაც მოჰყვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმება.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული მონიტორინგის საბჭო რეგულარულად ამოწმებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სახლებსა და ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებში. შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ამზადებს ანგარიშებს და ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას აღნიშნულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.