სპეციალური ანგარიშები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის და იმერეთის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შემდგომი ანგარიში

წინამდებარე ანგარიშში განხილულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის და იმერეთის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან (ექსპერტებთან) ერთად, სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში განთავსებულ ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის და პირობების შესაფასებლად, 2021 წლის 8-17 ივლისს, მონიტორინგის მიზნით მოინახულეს დასავლეთ საქართველოში მდებარე ხანდაზმულთა სადღეღამისო ოთხი დაწესებულება: შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გერიატრიული განყოფილება , ა(ა)იპ „წმ. მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე (ბათუმი), ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ხანდაზმულთა სახლი“, ა(ა)იპ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“. სულ, მონიტორინგის დროს, ყველა დაწესებულებაში ერთად იმყოფებოდა 193 ბენეფიციარი. მონიტორინგის ფარგლებში შეფასდა ხანდაზმულ ბენეფიციართა უფლებების დაცვის ხარისხის შესაბამისობა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტებთან.

მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც ნაკლებად შეესაბამება მომსახურების შინაარსს, დანიშნულებას და სათანადოდ ვერ აკმაყოფილებს ბენეფიციართა საჭიროებებს. მნიშნელოვანი გამოწვევებია სერვისის მიწოდების ხარისხის შეფასების, ბენეფიციარების მოვლის ან მათზე ზრუნვის სერვისის, სანიტარიული პირობების, ჯანდაცვის, ვირუსული ინფექციების თავიდან არიდების კუთხით; პერსონალის მიერ ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდების და სხვა საკითხების შეფასებისა და მონიტორინგის მიმართულებით. დაწესებულებების უმეტესობას[1] რეკომენდაციები სერვისების გაუმჯობესების კუთხით არ მიუღიათ.

ანგარიში განხილულია მონიტორინგის ძირითადი მიგნებები და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები.


[1] გარდა ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ხანდაზმულთა სახლისა“.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)