სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიში ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ
წინამდებარე სპეციალური ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ალტერნატიულ ანგარიშს იუსტიციის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშზე „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ“.
აღნიშნული დოკუმენტით სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მოსაზრებები დისკრიმინაციისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით „ცინცაბაძის ჯგუფსა“ და „იდენტობის ჯგუფში“ შემავალ საქმეებთან მიმართებით, ასევე შეაფასა საქმეებზე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობა.