სასჯელის მოხდის პირობები
N10 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ნ.ტ. მისი განთავსების (მოშიმშილეთა) საკანში არსებული ინვენტარის (სკამები, ფანჯარა, სათავსოები) დაზიანებაზე მიუთითებდა (საქმე №977/23).
მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა N10 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს. დაწესებულებიდან მიღებული პასუხით სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ მსჯავრდებულ ნ.ტ.-ს განთავსების საკანში არსებული დაზიანებული ინვენტარი შეკეთებულია.