საკნის საცხოვრებელი პირობები
2021 წლის 3 ივნისს, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ დ.გ.-ს. მსჯავრდებული მის საცხოვრებელ საკანში არსებულ არასათანადო პირობებზე მიუთითებდა და ითხოვდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას (საქმე N4625/21).
პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საკმაოდ ხანგრძლივი წერილობითი კომუნიკაცია სპეციალური პენიტენციურ სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტთან. თავდაპირველად, დეპარტამენტი უთითებდა, რომ საკნის პირობები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა, ხოლო მსჯავრდებული საპირისპიროს ამტკიცებდა, საკანი დათვალიერდა პირადად სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ, რის შემდეგაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა რეაგირებისთვის ისევ მიმართა ეკონომიკურ დეპარტამენტს და დამატებით მიაწოდა რწმუნებულის მიერ შედგენილი საკნის დათვალიერების ოქმი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი საკანში არსებული პრობლემები.
2021 წლის ოქტომბერში დ.გ.-ს საკანში დაფიქსირებული ყველა დეფექტი იყო აღმოფხვრილი.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მთავარმა სპეციალისტმა ივანე ყიზილაშვილმა.