საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი პირის მისთვის გასაგებ ენაზე სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა
2023 წლის 13 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას N8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულმა საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფმა ჟ.ს.-მა განმარტა, რომ სასამართლოების მიერ, არ გადასცემია მის მიმართ გამოტანილი განჩინებებისა და გადაწყვეტილებების ასლები მისთვის გასაგებ არაბულ (ან ფრანგულ) ენაზე (საქმე №2365/23).
მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს, ასევე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს. შედეგად, საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ პირს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ გაეგზავნა განაჩენის/განჩინების ნათარგმნი ასლები.