პენიტენციური დაწესებულების აღჭურვა სპორტული ინვენტარით
სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა №3 დაწესებულების მსჯავრდებულმა შ.ა.-მ, რომელიც აცხადებდა, რომ დაწესებულებაში აღარ არსებობდა სპორტული ინვენტარი და ითხოვდა დაწესებულების ეზოში განთავსებული დაზიანებული ტრენაჟორის შეკეთებას.
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა ორჯერ მიმართა სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ეკონომიკურ დეპარტამენტს. ვინაიდან დაწესებულებაში არსებული ტრენაჟორი აღდგენას არ ექვემდებარებოდა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №3 პენიტენციური დაწესებულებისთვის ახალი სპორტული ინვენტარის შეიძინა. დაწესებულება მომარაგდა სხვადასხვა სახის 15 ინვენტარითა და აღჭურვილობით.
საქმეზე იმუშავა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ნათია გორგილაძემ.