პატიმრისთვის სამედიცინო კონსულტაციის მიწოდება
2022 წლის 25 თებერვალს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ გ.ზ.-ს. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ 2020 წლის აპრილის შემდგომ აწუხებდა გამონაყარი პირის ღრუში და ენის შეშუპება. დაგეგმილი იყო ექიმ-პარადონტოლოგის კონსულტაცია, რომელიც არ უტარდებოდა.
გ.ზ.-ს საქმეზე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა ორჯერ მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს. შედეგად, მას ჩაუტარდა პარადონტოლოგის კონსულტაცია, დაესვა დიაგნოზი და დაენიშნა მკურნალობა.
საქმეზე იმუშავა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მთავარმა სპეციალისტმა, ქსენია მესხიძემ.