პატიმრისთვის მკურნალობის უზრუნველყოფა
სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ ლ.ც.-ს. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ სახსრების პრობლემასთან დაკავშირებით, დაკავებამდე გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა №2 დაწესებულებაში განთავსების შემდეგ მკურნალობა აღარ უტარდებოდა და ეძლეოდა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს, რის შემდეგაც ლ.ც.-ს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია, დაენიშნა ფიზიოპროცედურები, სიმპტომური მკურნალობა, დამატებითი კონსულტაციები და სამედიცინო გამოკვლევები.
საქმეზე იმუშავა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, გიორგი ლაბაძემ.