პატიმრის უფლებები
N10 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ზ.ს. აცხდებდა, რომ 2022 წლის 24 ოქტომბერს საბადრაგო სამსახურმა, სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, გადაიყვანა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დილის 09:30 საათიდან საღამოს 19:30 საათამდე, სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა პატიმრებისთვის განკუთვნილ მოსაცდელ საკანში, თუმცა საბოლოოდ, პროცესი არ ჩატარდა. აღნიშნულის გარდა, მსჯავრდებულს არ მიაწოდეს საკვები, რის გამოც გახდა ცუდად, ხოლო ექიმი მხოლოდ 17:00 საათზე შეახვედრეს. 2022 წლის 25 ოქტომბერს მსჯავრდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო პროცესი გადაიდო და აღნიშნულის თაობაზე 20 ოქტომბერს სასამართლომ აცნობა საბადრაგო სამსახურს (საქმე №399/22).
მსჯავრდებულის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს.
მითითებულ საქმეზე ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება. შედეგად, დისციპლინური სახდელი დაეკისრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელს.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მიხეილ ღოღაძემ.