პატიმრის სატელეფონო კომუნიკაციის უფლება
№3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნ.ლ.-მ განაცხადა, რომ ვერ ახერხებდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზთან დაკავშირებას. სახალხო დამცველის რწმუნებულმა 2022 წლის 18 თებერვალს და 24 მარტს, მსჯავრდებულ ნ.ლ.-სთან ერთად გადაამოწმა ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობა. ყველა მცდელობისას ავტომოპასუხე პასუხობდა, რომ მითითებულ ნომერზე დარეკვა შეუძლებელია. საკითხის შესწავლის მიზნით, მივმართეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკის დეპარტამენტს. მიმართვის საფუძველზე შემოწმდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სატელეფონო სისტემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სისტემური ხარვეზი. ხარვეზი 2022 წლის 27 აპრილისთვის აღმოფხვრილი იყო.
საქმეზე იმუშავა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ნათია გორგილაძემ.