პატიმრის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში
სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ დ.გ.-ს. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ჰქონდა გასტროენტეროლოგიური პრობლემები, რომელთა გამო ვერ იღებდა საკვებს. აღნიშნული პრობლემების თაობაზე ინფორმირებული იყო დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, თუმცა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანაზე უარს ეუბნებოდნენ.
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს, რის შემდეგაც დ.გ. გადაიყვანეს „ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში“, სადაც ჩაუტარდა მუცლის ღრუს ექოსკოპიური გამოკვლევა, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და დაენიშნა მკურნალობა.
საქმეზე იმუშავა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, გიორგი ლაბაძემ.