მსჯავრდებულისთვის კუთვნილი პირადი ნივთების მიწოდება
N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ნ.მ. აცხადებდა, რომ N3 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, N6 პენიტენციური დაწესებულებიდან არ მიუღია კუთვნილი ნივთები (საქმე №29/23).
მითითებული საკითხის შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს.
მსჯავრდებულის კუთვნილი პირადი ნივთები №6 პენიტენციური დაწესებულების მიერ გაიგზავნა №3 პენიტენციურ დაწესებულებაში.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ყიზილაშვილმა.