მსჯავრდებულის საკუთრების უფლება
2022 წლის 18 მაისს განცხადებით მოგვმართა მოქალაქე ი.ი.-ს ადვოკატმა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის განაჩენით, ი.ი. ცნობილი იქნა დამნაშავედ და დადგინდა, რომ მას უნდა დაბრუნებოდა კუთვნილი ავტომანქანა. გამოძიების დაწყების შემდეგ მოქალაქე ი.ი.-ს მანქანა გადაყვანილი იყო საჯარიმო სადგომზე და განაჩენისა და მსჯავრდებულის, არაერთი განცხადების მიუხედავად, მანქანა მას არ უბრუნდებოდა.
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შემდეგაც სატრანსპორტო საშუალება ჩაბარდა მის კანონიერ მფლობელს.
საქმეზე იმუშავა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მთავარმა სპეციალისტმა, ალდონა ქაჩიბაიამ.