მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია
N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული გ.ც. აცხადებდა, რომ არაერთი წერილით მიმართა დაწესებულების ადმინისტრაციას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს სახატავი საშუალებების (ტილოები, საღებავები) შეძენასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ (საქმე №9794/22).
მსჯავრდებულის სახატავი საშუალებებით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა არაერთხელ მიმართა როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს, ასევე, ეკონომიკურ დეპარტამენტს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2023 წელს განხორციელდა სახატავი ტილოებისა და ზეთის საღებავების შეძენა და მოთხოვნის მიხედვით პენიტენციური დაწესებულებებისთვის გადაცემა.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნათია გორგილაძემ.