მსჯავრდებულის მონაწილეობა არტ-თერაპიაში
2022 წლის 24 თებერვალს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა №3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ გ.ც.-ს. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართული იყო არტ-თერაპიაში, ჰქონდა რამდენიმე დაუსრულებელი ნახატი და სურდა, ხატვა №3 დაწესებულებაშიც გაეგრძელებინა, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მას არ აწვდიდნენ დაუსრულებელ ნახატს.
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა №3 დაწესებულებას, რის შემდეგაც, მსჯავრდებულს მიეცა არტ-თერაპიის გაგრძელების შესაძლებლობა და მიეწოდა დაუსრულებელი ნახატი.
საქმეზე იმუშავა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ნათია გორგილაძემ.