მოქალაქისთვის ავტომანქანის დაბრუნების საკითხი
2022 წლის 9 მაისს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ზ.გ.-ს ადვოკატმა (საქმე N5351/22). განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ, 2021 წელს ქურდობის ფაქტთან დაკავშრებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებულ იქნა ზ.გ.-ს კუთვნილი ავტომანქანა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანასთან დაკავშირებით გამოძიების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იყო დასრულებული, კანონიერ მფლობელს ავტომანქანას არ უბრუნებდნენ.
მანქანის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. შედეგად, ავტომანქანა დაუბრუნდა მესაკუთრეს.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მთავარმა სპეციალისტმა ნინო ტრაპაიძემ.