მსჯავრდებულის შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა
სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე შემოსული ზარის საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ დ.გ.-ს (საქმე N8451/22). მსჯავრდებულმა შეხვედრის დროს განმარტა, რომ 2022 წლის 19 აპრილს ჩაუტარდა ხერხემლის თიაქრის ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ კისრის არეში დაეწყო და უგრძელდება ტკივილები. ითხოვდა შესაბამისი გამოკვლევების დროულად ჩატარებას.
მსჯავრდებულის შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს. თავდაპირველად გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ პაციენტს გეგმიური წესით ჩაუტარდება ნეიროქირურგის კონსულტაცია. თუმცა შემდგომ, პაციენტის სამედიცინო დოკუმენტები შეისწავლა აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტში დასაქმებულმა ექიმმა და მიზანშეწონილად მიიჩნია კონსულტაციის დაჩქარება.
დამატებითი მიმართვის საფუძველზე, მოხდა რეფერალის დაჩქარება და პაციენტს სასწრაფო დაყოვლების წესით ჩაუტარდა დაგეგმილი კონსულტაცია.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მთავარმა სპეციალისტმა ალდონა ქაჩიბაიამ.