სიახლეები

შეხვედრები დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან

2015 წლის 26–29 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, შიდა ქართლის, იმერეთისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.

შეხვედრები მიზნად ისახავდა გაეროს უშიშროების საბჭოს #1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012–2015 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის დოკუმენტში, რომელიც გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ მზადდება, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ხედვის ასახვას.

შეხვედრებზე მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითდახმარების ჯგუფების წარმომადგენლები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მერი მაღლაფერიძემ და სოფიო რუსეცკიმ, შეხვედრების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა საქმიანობის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა და საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი აგრძელებს ეროვნული სამოქმედო გეგმის მონოტორინგის პროცესს და მისი შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)