სიახლეები

შეხვედრები ბათუმის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებთან სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებზე

2017 წლის 10-11 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რეგიონულ დეპარტამენტთან ერთად ბათუმისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების პრევენციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრებს მერიის, გამგეობისა და საკრებულოს აპარატის 50-მდე თანამშრომელი დაესწრო.

საინფორმაციო შეხვედრებზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანა ილურიძემ ისაუბრა სექსუალური შევიწროების ფორმებზე, არსებულ მითებზე და ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებზე. აგრეთვე, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის გაიმართა სექსუალური შევიწროების შესახებ ელექტრონული კურსის პრეზენტაცია.

პრეზენტაციის დასასრულს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიის ნაწილში, დაესვათ შეკითხვები და განეხილათ პრაქტიკული მაგალითები. საინფორმაციო შეხვედრებისას მონაწილეთა ძირითადად ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაციების და დაცვის მექანიზმებით, აგრეთვე, შეკითხვები შეეხებოდა სექსუალური შევიწროების ფორმების იდენტიფიცირებას და მათ გამოვლენას.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, კვლავ განაგრძობს მუშაობას დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)