სიახლეები

შეხვედრა სტუდენტებთან აბორტის თემაზე

15 მაისს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის კონსულტანტმა ანა ლობჟანიძემ მოხსენება წაიკითხა სტუდენტებისათვის გამართულ სემინარზე ქუთაისში. სემინარი თემაზე „აბორტი - ნების თავისუფლება, თუ სიცოცხლის უფლება“ ევროპის იურისტთა ასოციაციამ (ELSA Kutaisi) ევროპის მედიკოსთა ასოციაციასთან (EMSA Kutaisi) პარტნიორობით ჩაატარა.

პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის აბორტის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი და პრობლემატური გარემოებების გაცნობას. სემინარს ესწრებოდნენ ბიზნესის, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები. მოხსენების ფარგლებში ანა ლობჟანიძემ ისაუბრა აბორტის სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებზე, სახელმწიფოს როლსა და პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)