სიახლეები

შეხვედრა შვედური ფონდის „ქალები ქალებისთვის“ გენერალურ მდივანთან

2015 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შვედური ფონდის „ქალები ქალებისთვის“ გენერალურ მდივანს - ლენა აგს შეხვდა. შეხვედრის მიზანს მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ქალთა მონაწილეობის საკითხებისა და ადგილობრივი ინიციატივების განხილვა წარმოადგენდა.

გენერალური მდივანი დაინტერესდა საქართველოში გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განხორციელების საკითხებზე, თუ რა კეთდება ამ მიმართულებით როგორც მთავრობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიერ.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012–2015 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე. ასევე, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის საქმიანობის სხვა მიმართულებებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)