სიახლეები

შეხვედრა ოქსფამის ოფისის ავღანეთის კოორდინატორთან

2014 წლის 2 ივნისს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის კონსულტანტი ანა ლობჟანიძე ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის „ოქსფამის“ ავღანეთის ოფისის კოორდინატორ ბაბრაკ ოსმანს შეხვდა.
შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და მხარეებმა საქართველოსა და ავღანეთში გენდერული თანასწორობის კუთხით ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე და არსებულ ვითარებაზე რელიგიური, სოციალური და კულტურული საკითხების გავლენის შესახებ ისაუბრეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)