სიახლეები

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

2024 წლის 18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილეს თამარ საბედაშვილს და ორგანიზაციის პროგრამების წარმომადგენლებს თამარ ვაშაკიძეს და მედეა გუგეშაშვილს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის საკითხებს, მათ შორის, საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას, ფემიციდს, ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, პენიტენციურ დაწესებულებაში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას. ასევე, განიხილეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მონიტორინგის საკითხი.

შეხვედრაზე, როგორც სახალხო დამცველმა, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას, განხორციელებული პროექტების შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება და ერთობლივი სამომავლო გეგმების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)