სიახლეები

სახალხო დამცველის მოადგილის გამოსვლა კატო მიქელაძის სახელობის პრემიის საზეიმო გადაცემისას

2014 წლის 28 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთათვის დაწესებული კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გამარჯვებულის საზეიმო დაჯილოდოების ცერემონია გაიმართა. წელს, პრემია ქალთა ფონდ „ტასოს“ ხელმძღვანელმა მარინა თაბუკაშვილმა მიიღო.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ გამარჯვებულსა და ღონისძიების სხვა მონაწილეებს ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღე მიულოცა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში ქალთა უფლებების დამცველთა განუზომელი წვლილის შესახებ ისაუბრა; ამასთან, ხაზი გაუსვა ქალბატონ მარინა თაბუკაშვილის ღვაწლს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებ ქალთა ხელშეწყობის საკითხებში.

კატო მიქელაძის სახელობის პრემია, საქართველოში, ქალთა ფონდმა 2013 წელს დააწესა და ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს საქართველოში ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს გადაეცემა.
კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)