საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ფოტოგამოფენის „დაკარგული სიყმაწვილე“ გახსნას დაესწრო
11 მარტს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით დარო სულაკაურის ფოტოგამოფენა „დაკარგული სიყმაწვილე“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე დაესწრო.
მისასალმებელ სიტყვაში პაატა ბელთაძემ ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემისადმი ხილვადობის გაზრდის დიდ მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და მასშტაბებზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს გოგონათა ადრეულ ასაკში ქორწინება და გავრცელებულია ნიშნობის და ქორწინების იძულების შემთხვევები.
ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. ფოტოგამოფენის მიზანს წარმოადგენდა ადრეული ქორწინების საკითხის აქტუალობას ხაზგასმა და ქორწინებაში მყოფი მოზარდების ფოტოების საშუალებით საქართველოში არსებული სამწუხარო რეალობის წარმოჩენა, რომელიც ადრეულ ქორწინების პრაქტიკას უკავშირდება.